logo
ENG


მელია ენმ-ს: როცა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებენ, მშვიდად როგორ სხედხართ?
ნიკა მელია
31 ოქტ, 2023 16:13
მელია ენმ-ს: როცა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებენ, მშვიდად როგორ სხედხართ?
  • 478ნახვები

მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა ნაციონალურ მოძრაობასთან, მის მენეჯმენტთან და განსაკუთრებით მამაკაც დეპუტატებთან. როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, პირდაპირ ეთერში, რა ძალა, რა მისია ან რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად როგორ ან რა მიზნით სხედხართ? და ვინმემ არ თქვას ახლა, დეპუტატის მანდატი მიშას მოსანახულებლად გვჭირდებაო, ამ უფლებას რომ არ გაყენებინებენ ხომ ხედავთ?! 12 პუნქტის შესრულებაც მოიხსნა დღის წესრიგიდან, არა შედეგის, არამედ უშედეგობის გამო; საგამოძიებო კომისიებიც ვერ შეიქმნა. პარლამენტში ყოფნა დღეის მდგომარეობით, რომ კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა მყოფი ოცნების ლეგიტიმაციაა, ეს ფაქტია, უბრალოდ პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ, რაიმე სიტუაციაში.

წერს Facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია.

ასე ეხმაურება ის ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ გამოსვლას. ბერაიამ და ღუდუშაურმა დღეს ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა