logo
ENG


დეკანოიძე: არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადაკვეთოს არამხოლოდ კაცმა, არავინ საერთოდ
  • 722ნახვები

ჩვენ პრაქტიკულად, მთელი საქართველოს მოქალაქეებს და ახალგაზრდა ქალებს მათ შორის ვეუბნებით, რომ თურმე აი, ასე შეიძლება გავილანძღოთ ჩვენ და იძალადონ ჩვენზე ვერბალურად პარლამენტის დარბაზში - ეს არის კატასტროფა. ჩვენ აქ პოლემიკაში ვართ ერთმანეთთან, ოპონენტები ვართ ძალიან დიდი ხნის, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადაკვეთოს არამხოლოდ კაცმა, არავინ საერთოდ. ეს არის სექსიზმი, მიზოგენია.

განაცხადა ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

ასე ეხმაურება ის ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ გამოსვლას. ბერაიამ და ღუდუშაურმა დღეს ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა