logo
ENG


კლეიტონი: შეურაცხმყოფელი ენა ერთ-ერთია, რაც პოლიტიკაში ქალების არმონაწილეობას განაპირობებს
  • 603ნახვები

ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან, NDI-ის ჩათვლით, რომ წინა პლანზე იყოს ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში. მკაფიოა დიდი ბრიტანეთისა და ზოგადად, საერთაშორისო გაერთიანების პოზიცია, რომ ძალადობა ქალების წინააღმდეგ და შეურაცხმყოფელი ენა ერთ-ერთი ფაქტორია, რაც განაპირობებს ქალების არმონაწილეობას პოლიტიკაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეურაცხმყოფელი ენის ადგილი არ იყოს პოლიტიკურ დისკუსიაში. ყველას ინტერესზეა, რომ მივიღოთ ქალების თანაბარი წარმომადგენლობა პოლიტიკაში.

განაცხადა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა. დღეს ქართული ოცნების დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა