logo
ENG


წითლიძე ღუდუშაურსა და ბერაიაზე: ნორმალურ ქვეყანაში მანდატს დაატოვებინებდნენ ორივეს
ანა წითლიძე
01 ნოე, 2023 12:32
წითლიძე ღუდუშაურსა და ბერაიაზე: ნორმალურ ქვეყანაში მანდატს დაატოვებინებდნენ ორივეს
  • 504ნახვები

ბატონო შალვა, რა გამოხატვის ფორმებს მიწუნებთ, როცა ზუსტად ერთი დღეა, მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო და რასაც იმსახურებენ, ზუსტად იმ ენით არ ვუპასუხო. ახლა ალუდა ღუდუშაურზე არ ვიტყვი არაფერს, არარაობაა, აი, ირაკლი ბერაიაზე, რომელმაც იკადრა ის, რაც იკადრა და მთელი ერთი დღეა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ველოდები იმას, რომ ადეკვატური რეაგირება ამაზე გექნებათ თქვენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. თორემ, ირაკლი ბერაია და ალუდა ღუდუშაური იცით რას იმსახურებენ? აი, იმას იმსახურებენ, რომ აი ახლა უბრალოდ მანდ აღარ იჯდეს არც ერთი და არც მეორე. 

თუ თქვენ არ გვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ადეკვატური რეაგირება გქონდეთ იმაზე, რომ გადააყენოთ უბრალოდ და ნორმალურ ქვეყანაში მანდატს დაატოვებინებდნენ ერთსაც და მეორესაც იმის შემდეგ, რაც იკადრეს, მაშინ ჩვენ, ცხადია, მოგვიწევს, თავი დავიცვათ და ვუპასუხოთ მათ ზუსტად ისე, როგორც ესენი იქცევიან.

 

ამის შესახებ დეპუტატმა, ანა წითლიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა