logo
ENG


სარჯველაძე ენმ-ზე: აღარავითარი იდეოლოგია, გამაერთიანებელი ფაქტორი ამ პარტიაში არ დარჩა
  • 424ნახვები

სერიოზული პრობლემები აქვთ, რა თქმა უნდა, რომლის სხვადასხვა სიმპტომებს აქ ვხედავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, დიაგნოზი გაცილებით სიღრმისეულია. რეალურად, ეს არის აღსასრულის წინაშე მდგარი პოლიტიკური პარტია, პოლიტიკურ აღსასრულს ვგულისხმობ. იმიტომ, რომ ფაქტია, აღარავითარი იდეოლოგია, აღარავითარი მიზეზი, გამაერთიანებელი ფაქტორი ამ პოლიტიკურ პარტიაში არ დარჩა, გარდა ვიწრო პარტიული სურვილებისა, ცალკეული ადამიანების, რომ რაღაც ფორმით და ძალით დააკმაყოფილონ ოლიგარქიული ინტერესები, რომლებიც ამ პოლიტიკური პარტიის არაფორმალურ მმართველებად გვევლინებიან, მათი ინტერესები გაატარონ და შეძლონ, რომ ხელისუფლებაში რაღაც ფორმით დაბრუნება მოახერხონ. დაპირისპირება გასცდა პრაქტიკულად იმ ეტაპსაც, რომელსაც ჰქვია კულმინაცია და ახლოვდება მომენტი, როდესაც უნდა ვიხილოთ კვანძის გახსნა. კვანძის გახსნა კი იქნება ის, რომ გარკვეული ნაწილი ამ პოლიტიკური პარტიიდან გავა.  

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა