logo
ENG


ზელენსკი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხს არ მივატოვებთ - მინდა, მათ ეს ახლა გაიგონ
  • 396ნახვები

ჩვენ ჩვენი წილი გვაქვს გასაკეთებელი. ეს ჩვენი საჭიროებაა. კარგად მახსოვს, რას გრძნობდა ხალხი 24 თებერვალს და სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში. მახსოვს, რა ითქვა და ვინ რა თქვა. ვის სჯეროდა და ვის არ სჯეროდა უკრაინის. მნიშვნელოვანია, ისევე გვჯეროდეს უკრაინის, როგორც მაშინ. რუსეთს კიევი სურდა, მაგრამ ისინი იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ. მათ უნდოდათ ხარკივი და აცხადებდნენ, რომ ის რუსული ქალაქია, მაგრამ ჩვენი ხარკივი არის და იქნება ყოველთვის თავისუფალი. იგივე ეხება ხერსონსაც. ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - მინდა, მათ ეს ახლა გაიგონ.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა