იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო, როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე.
მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა.
უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას.
წერს Facebook-ზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
3 ნოემბერს მან დაწერა, რომ მომავალი არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის სიის აბსოლუტური უმრავლესობა იმ ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.