logo
ENG


თალაკვაძე ოპოზიციაზე: სტატუსთან დაკავშირებით რიტორიკა შეცვალეს, ეს პოლიტიკური არითმიაა
  • 363ნახვები

მოველით, რომ იქნება პოზიტიური შეფასება და ეს შეფასება გახდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ გზავნილებს, შეცვლილ რიტორიკას, მათ პოლიტიკური კარდიოგრამა აქვთ არეული, პირდაპირ გეტყვით, ეს არის პოლიტიკური არითმია, როდესაც წლის დასაწყისში, 3 თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ ხელისუფლება ვერ მიიღებს ამ სტატუსს და ახლა, ბოლო თვეა უკვე შეცვალეს საუბარი და ამბობენ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა ეს არის შეცვლილი გეოპოლიტიკის [დამსახურება]. ცუდია, რომ რადიკალური ოპოზიცია გეოგრაფიაში ვერ ერკვევა. საქართველოს დღესაც იგივე გეოპოლიტიკა აქვს.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა