logo
ENG


ვაშაძე კირბალზე: ჯალათური ფაქტი მიუთითებს, რომ ოკუპანტთან დათმობას წახალისების ეფექტი აქვს
  • 439ნახვები

ვგმობთ სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მერ ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქის ვერაგულ მკვლელობას. გპირდებით ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს და დაისჯება!

ჯალათური ფაქტი მიუთითებს, რომ ოკუპანტებთან დათმობას მხოლოდ წახალისების ეფექტი აქვს და ეს ბარბაროსობა, ოკუპაცია დასრულდება მაშინ, როცა ქვეყანა გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი და არა მტერთან კოლაბორაციით და ღალატით, რომელი გზაც ხელისუფლებამ აირჩია!

წერს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე. 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა