logo
ENG


ბოკერია: ოცნებას რეალურად, არ უზრუნია საერთაშორისო წნეხის მობილიზებაზე რუსეთის წინააღმდეგ
გიგა ბოკერია
06 ნოე, 2023 22:19
ბოკერია: ოცნებას რეალურად, არ უზრუნია საერთაშორისო წნეხის მობილიზებაზე რუსეთის წინააღმდეგ
  • 277ნახვები

ამ ხელისუფლების პირველივე ნაბიჯი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმებით განლაგებული საპოლიციო ძალების დაშორება და მათი რაოდენობის შემცირება, დღემდე უმძიმესი შედეგების მომტანია საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამის მაგალითია 2016 წელს გიგა ოთხოზორიას მკვლელობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც უწინ ქართული საპოლიციო ძალები იყვნენ განლაგებული.

ამ წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებას, რეალურად, არ უზრუნია საერთაშორისო წნეხის მობილიზებაზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ქართულ მხარეს დანაშაულის ყველა მტკიცებულება ხელში ეჭირა და დამნაშავეებიც იდენტიფიცირებული ჰყავდა, ხოლო მათ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ღიად და უტიფრად აფარებდა ხელს...

ევროპული საქართველოს ინიციატივა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის შესახებ სწორედ ამ ამოცანას ემსახურებოდა, თუმცაღა მალევე ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება არ აპირებდა ამ ინსტრუმენტის გამოყენებას დამნაშავე პირებისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რასაც გარდა კონკრეტულ დანაშაულზე სამართლიანობის უზრუნველყოფისა, პრევენციული ეფექტი ექნებოდა ჩვენი მოქალაქეებისთვის მომავალი საფრთხეების შესამცირებლად.

ევროპული საქართველო ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების შემდეგ დეოკუპაციის საბოლოო ამოცანის მიღწევამდე, გააკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენს მტერს და მისი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ჰქონდეთ განცდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში, ქართული მხარე გამოიყენებს ყველა ეფექტურ ინსტრუმენტს, რათა რუსეთის ფედერაციას რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს ამგვარი ქმედებები, ხოლო კონკრეტული დამნაშავეები მათ გასამართლებამდე, მუდმივი დევნის სამიზნე იყვნენ.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს. სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი გაიტაცეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა