logo
ENG


დარჩიაშვილი: მოვუწოდებ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს მოქალაქე
  • 388ნახვები

მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების დროს მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახის მიმართ. მოვუწოდებ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე და შეასრულონ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

წერს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა