გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რომელიც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას. საქართველოს შეუძლია რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
წერს Twitter-ზე გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი.
6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.