logo
ENG


ფოტიგა: ოცნების შემაშფოთებელი ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს EU-ის კარს ვერ დავუხურავთ
ანა ფოტიგა
07 ნოე, 2023 15:56
ფოტიგა: ოცნების შემაშფოთებელი ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს EU-ის კარს ვერ დავუხურავთ
  • 446ნახვები

გაფართოების პოლიტიკა ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად მთავარ ინსტრუმენტად რჩება. ეს არის სტრატეგიული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავიმეოროთ შეცდომები და ჩვენი პარტნიორები ნაცრისფერ ზონებში დავტოვოთ. ვიმედოვნებ, რომ 2023 წლის გაფართოების პაკეტი გაითვალისწინებს ამ მნიშვნელოვან ფაქტს იმ ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების შეფასებისას, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან.

დიდი ყურადღებით ვაკვირდები დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებას. ვაფასებ უკრაინისა და მოლდოვას მიერ მიღწეულ პროგრესს, მიუხედავად უჩვეულო გარემოებებისა და პირობებისა. ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოს ევროკავშირის კარი დავუხუროთ, როდესაც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს ვაფასებთ, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი შემაშფოთებელია.

წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.



ასევე ნახეთ
close დახურვა