logo
ENG


ჰერჩინსკი: EU-ის მხრიდან ქართველი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერის აღიარებაა
  • 400ნახვები

გულითადად ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს - მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, თქვენ - მედიას. უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას. ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას.

ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება. იმიტომ, რომ ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, რომლის სურვილიც არ იქნებოდა, რომ მათ ქვეყანას კანდიდატის ქვეყანა მინიჭებოდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება. ამ ნაბიჯების განხორციელება შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გადამწყვეტი იქნება. ეს გაფართოების პროცესის ბუნებაა - მუდმივი რეფორმები, რათა თქვენი ქვეყანა მზად იყოს, რომ როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანმა წევრმა, თავისი ადგილი დაიკავოს.

ანგარიში საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას აღიარებს, თუმცა მასში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ჯერ კიევ ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაო ისეთი არსებით სფეროებში, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ. განსაკუთრებით ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა.

ამისთვის საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შეასრულოს. ერთად დიდი მიღწევებია შესაძლებელი ახლა საქართველოს ლიდერებმა, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთად და კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ, ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად და ევროკავშირის მიერ დასახული ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირის გაფართოებამ აჩვენა, როგორც კი იქნება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის შედეგადაც შესაძლებელია რეფორმების განხორციელება, პროცესი შეიძლება ძალიან სწრაფად წარიმართოს. ამ ნაბიჯების მიზანი არ არის ბრიუსელისთვის თავის მოწონება, არამედ ისინი მიმართულია ქართველი ხალხის, ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა. მზად ვართ ამ გზის ყოველ ნაბიჯზე თქვენი მხარდაჭერა გავაგრძელოთ.

ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.



ასევე ნახეთ
close დახურვა