ევროკომისია დადებითად აფასებს ღირსეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს, რა თქმა უნდა, არის ნამდვილად ისტორიული დღე, ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის.
რა თქმა უნდა, ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული, საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჩვენ ძალიან ბევრი, უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მინდა ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა - საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი. ეს იყო ბოლო 1 წლის განმავლობაში, რომ იტყვიან, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. დღეს ვიხილეთ ანგარიში, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად მკაფიო, პოზიტიური, დადებითი და ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მიღწეულ შედეგს.
განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.