logo
ENG


კალიურანდი: საქართველოს შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი - არჩევნებს დიდი ყურადღება მიექცევა
  • 392ნახვები

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით არჩევნებს იმიტომ, რომ 2020 წელს მე ვიყავი მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიაში. იმისთვის, რომ არჩევნების რეალური სურათი გამოიკვეთოს, აუცილებელია გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. იმედია, იქნება ასეთი საერთაშორისო მისიები. თუ გახსოვთ, გასული არჩევნებისას ბარიერი იყო დაბალი. მე ვიტყოდი, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც უნდა, იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ეს მეტისმეტად დაბალი ბარიერია. საქართველოს შეუძლია და უნდა გააკეთოს გაცილებით მეტი, რა თქმა უნდა, არჩევნებს დიდი ყურადღება მიექცევა. ეს იქნება შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი დემოკრატიული რეფორმებისთვის და საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მომავლისთვის იმიტომ, რომ არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი დემოკრატიისთვის.

თქვა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა