აბსოლუტურად ყველა დაკავებულს აჩუმებდნენ. არ ხდებოდა შეხვედრა პრესის წარმომადგენლებთან, საზოგადოებასთან, რომ ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა, რა სიტუაცია იყო და როგორი მოპყრობა იქ [არ გავრცელებულიყო].
თუ ასე გაგრძელდება, როგორც დღემდე იყო, თუ ყველანი ჩუმად ვიქნებით ყველა დაკავების ფაქტზე, ეს არ გაჩერდება. უფრო და უფრო აგრესიული ხდება რუსეთი, იმიტომ, რომ კუთხეში მიმწყვდეული მხეცი უფრო საშიშია, ის ვირთხაზე უარესია.
განაცხადა ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან კირბალში, სადაც თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს.