logo
ENG


სარჯველაძე: დიახ, საქართველო ამ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის წევრობას შეძლებს
  • 573ნახვები

8 ნოემბრამდე ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს ხელისუფლება ვერ მიიყვანს კანდიდატის სტატუსამდე ქვეყანასო, მერე მიხვდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღო ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ, მერე ერთი სიტყვა შეცვალეს და დაიწყეს საუბარი, რომ მოლაპარაკებების გახსნამდე ვერ მიიყვანს ხელისუფლებაო, ეს არის მათი რიტორიკის ნაწილი, რომელიც თვითონაც არ სჯერათ უბრალოდ, რასაც ამბობენ, ამის მართებულობის.

მგონი, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ მანამდეც საზოგადოებას ატყუებდნენ და ახლაც რასაკვირველია, იგივე რეჟიმში იმყოფებიან. დიახ, საქართველო შეძლებს ამ ხელისუფლების პირობებში, ყოველ შემთხვევაში, ამ დღევანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად ასე ჩანს, რომ მიაღწიოს მოლაპარაკებების გახსნასაც და ევროკავშირის წევრობასაც.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა