ძალიან ბევრი სპეკულაციაა ამ როიალთან დაკავშირებით. როიალის დადგმა არ არის ფუფუნების საგანი. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები და კლასიკური მუსიკა არაა გართობის თემა. ეს არის ცნობიერების ამაღლება.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ბიუროს სხდომაზე.
მან უპასუხა რომან გოცირიძეს, რომელმაც პარლამენტის მიერ გადავადებულ კანონპროექტებზე საუბრიასას ელისო ბოლქვაძის მისამართით თქვა:"აგერ, სამი წელია ითხოვს როიალი დამიდგითო და ვერ დაუდგით".