logo
ENG


ზურაბიშვილი: ისრაელის ტრანსპორტის მინისტრთან დავგმე ტერორიზმი და გამოვხატე სოლიდარობა
  • 507ნახვები

ვესაუბრე ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრ მირი რეგევს. ცალსახად დავგმე ტერორიზმი, კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა ისრაელის მიერ თავისი ტერიტორიების დაცვისათვის გაწეული ძალისხმევის მიმართ.

იმედი გამოვთქვი მძევლების უსაფრთხო გათავისუფლებისა და სწრაფი ჰუმანიტარული ქმედებების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებას.

წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა