გასული ღამის განმავლობაში ჩვენს ცაზე თითქმის 30 შაჰედი განადგურდა. მადლობას ვუხდი ყველა მებრძოლს, ჩვენს საჰაერო და საზენიტო-სარაკეტო ძალებს. რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით უფრო მეტი მცდელობა იქნება რუსეთის მხრიდან ძლიერი დარტყმების. პატივისცემა და დიდება ყველას, ვინც სახელმწიფოს გულისთვის იბრძვის, ვინც გვეხმარება და მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ საკუთარი დამოუკიდებლობა დაიცვას.
გერმანია, ფინეთი, ლიეტუვა - მადლობა ახალი თავდაცვის პაკეტებისთვის. ესტონეთი - მომდევნო წლებში გაზრდის ინვესტიციებს საბრძოლო მასალის წარმოებაში და ეს მნიშვნელოვანია. ნორვეგია და ბრიტანეთი - არის გადაწყვეტილება ახალი ჰუმანიტარული პაკეტების შესახებ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის. ჩვენ უკვე ვამზადებთ ახალ ნაბიჯებს, უსაფრთხოების ნაბიჯებს მომდევნო კვირებისთვის. კერძოდ. ეს ეხება საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.