logo
ENG


კალინდრა: 3 კვირა დარჩა გადაწყვეტილებამდე, საქართველოსთვის 9-ვე ნაბიჯი მნიშვნელოვანია
  • 596ნახვები

ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვდგავართ იმ ამბავთან, რომ მივულოცოთ საქართველოს მალე კანდიდატის სტატუსი. 9-ვე ნაბიჯი არის ოფიციალური დათქმები, ეს ნაბიჯები ყველა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ევროკომისია განიხილავს სამი კვირის თავზე ყველა ქვეყანასთან მიმართებით, რამდენად შესრულდა რეკომენდაციები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა არ არის სასიკეთო მხოლოდ პოლიტიკური კლასისთვის ან მთავრობისთვის. ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სასარგებლო პროცესი. უკვე სამი კვირა დარჩა მთავარი გადაწყვეტილების მისაღებად. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ეხმიანება საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაციას ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყოს.

განაცხადა ლიეტუვის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ.



ასევე ნახეთ
close დახურვა