logo
ENG


ბოკუჩავა მელიაზე: სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მას სხვა პოლიტიკურ პარტიაში ვიხილავთ
  • 556ნახვები

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, მას ვიხილავთ ან სხვა პოლიტიკურ პარტიაში ან რაღაც სხვა პლატფორმაზე. ბუნებრივია, ეს მისი არჩევანია. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ არის ფორმალური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ნიკა მელიამ მიიღო, როდესაც მან პრეზიდენტ სააკაშვილის შეთავაზებაზე თქვა უარი და ხელი არ მოაწერა ერთობის დოკუმენტს.

[მელიამ] ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომ ერთ დროს იყო პარტიის წევრი და ებრძოდა რეჟიმს ამ პარტიიდან, ახლა მან საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა პარტია. ჩვენი ამოცანა დღეს არის, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და როდესაც ამდენ დროს აკარგვინებს ადამიანი ოპოზიციონერებს რომ ისაუბრონ უსაგნოდ, უსაზღვროდ და გაუთავებლად მის წასვლა/არ წასვლაზე მაშინ, როდესაც ადამიანი წასულია და ამას თავად ამბობს, მგონი, ცხადია უკვე ვის მიზნებს ემსახურება.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა