15 წელზე მეტია რუსეთი აგრძელებს საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. მუდმივად ირღვევა იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ. იზოლირებული არიან და მოშორებული საკუთარ ნათესავებს, მიწევს, სალოცავებს. წართმეული აქვთ გადაადგილების თავისუფლება.
უკანონო დაკავებები და გატაცებები ჩვეული პრაქტიკაა, რაც მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. ახლახანს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა მისი მშობლიური სოფლის, კირბალის ტერიტორიაზე ძალადობის კიდევ ერთი ფაქტია ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ.
თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას. თამაზ გინტური 6 ნოემბერს სოფელ კირბალში რუსმა ჯარისკაცმა მოკლა.