logo
ENG


ფიშერი: არ გვინდა, საქართველო სანქციებზე გვერდის ავლისთვის იყოს გამოყენებული
პეტერ ფიშერი
02 დეკ, 2023 17:54
ფიშერი: არ გვინდა, საქართველო სანქციებზე გვერდის ავლისთვის იყოს გამოყენებული
  • 654ნახვები

ევროკავშირმა 11 ძალიან მკაცრი სანქციების პაკეტი გამოსცა, იმიტომ, რომ რუსეთმა ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინა უკრაინაში შეჭრით. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს არ მიუღია სანქციების პაკეტი, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, იღებს თავად ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც მას სჭირდება. ასევე, გვესმის, რომ ამჟამად არ არსებობს საქართველოს ტერიტორიების გავლით, სანქციებზე გვერდის არიდების სერიოზული მაგალითები. ჩვენ ვაკვირდებით ამას სხვადასხვა ინსტრუმენტით. მაგრამ სანქციები ყოველ დღე უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, თუ დღეს არ ხდება გვერდის ავლა, ხვალ შეიძლება, მოხდეს. იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს ადამიანი, ვინც ეცდება, კანონი დაარღვიოს და ეცადოს, ბიზნესი აწარმოოს სანქციების გვერდის ავლით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული ქვეყნად, რომლის საშუალებითაც ხდება სანქციებზე გვერდის არიდება.

ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა ფორმულას ეთერში ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა