logo
ENG


მელია: მივდივარ თუ არა? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ - წარსულს ვტოვებ წარსულში
ნიკა მელია
07 დეკ, 2023 21:21
მელია: მივდივარ თუ არა? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ - წარსულს ვტოვებ წარსულში
  • 601ნახვები

ნაციონალური მოძრაობა იქცა მანკიერ, მოჯადოებულ წრედ, სადაც ხდება ყველას ინტერესების გათვალისწინება, გარდა ხალხის ინტერესებისა. ეს არ ის, რისთვისაც ვიბრძოდი ან მომავალში ბრძოლას ვაპირებ. სამწუხაროდ, ნაციონალურმა მოძრაობამაც საკუთარ პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მმართველობა და კულუარული გავლენები. საკუთარ სტანდარტად აქცია განსხვავებული აზრის დევნა, დემოკრატიისთვის კარების დაკეტვა, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა.

მაშასადამე, მივდივარ თუ არა? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ. წარსულს ვტოვებ წარსულში. ძალიან ბევრს სჯერა, რომ საქართველოს ისტორია დაწერს ოლიგარქიული მმართველობა. მე კი მჯერა, რომ საქართველოს ისტორიას ქართველო ხალხი დაწერს. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარსა და მხარდამჭერს, რომლებთანაც ერთად ვიბრძოლე და გავაგრძელებ ბრძოლას. მადლობა, სწორი პრინციპებისა, ღირებულებებისთვის და თანადგომისთვის სწორი იდეალებისადმი.

განაცხადა ნაციონალური მოძარაობის ყოფილმა თავჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა