logo
ENG


თალაკვაძე: ენმ დაშლას გააგრძელებს, ვინაიდან, შეჩერება ვარდნის დროს შეუძლებელია
  • 400ნახვები

ნაციონალური მოძრაობა, ბუნებრივია, დაშლას გააგრძელებს, ვინაიდან, შეჩერება ვარდნის დროს შეუძლებელია და ეს პარტია ახლა ვარდნის პროცესშია. ნაციონალური მოძრაობა არის უპერსპექტივო პარტია, ძალიან დაზიანებული ბიოგრაფიით, უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფიით. მიდის ოპოზიციის შიგნით გადალაგება. ნაციონალურ მოძრაობას რაც დარჩა, ნელ-ნელა აცლიან ამ ყველაფერს და მიდის არ რესურსის გადაზიდვა-გადატანა სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებაში, რომელშიც არიან ძალიან დაბალ პროცენტიანი ლიდერები და პარტიები. ერთმანეთს უწევენ წნევას, მაგრამ საერთო ჯამში, ამ დაჯგუფებას აქვს ძალიან დაბალი წნევა.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა