ნიკა მელია ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი მოთამაშე გასული წლების მანძილზე ოპოზიციურ ველზე. ჩვენ გვახსოვს, რომ მან არაერთხელ ძალიან თავდადებით იბრძოლა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ის არის ღირებული პოლიტიკოსი. წარმატებებს ვუსურვებ მას.
ლელოს პოზიცია არის ცნობილი. ჩვენ დღეს მზად ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა ეს არის, ჩვენი პარტიული გაძლიერება. ამავე დროს, ლელო მუდმივად ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკოსთან თუ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც ლელოს ხედვას იზიარებს.
განაცხადა პარტია ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა.