logo
ENG


ღუდუშაური ოპოზიციაზე: თითქოს უხარიათ, რაღაც მარშს აწყობენ, სინამდვილეში, ეს ბუტაფორიაა
  • 434ნახვები

თითქოს მათ უხარიათ და ზეიმობენ და რაღაც მარშს აწყობენ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი არის ბუტაფორია. მათი ეს ვითომ აღტკინება სინამდვილეში, რეალურად არის დიდი გაბოროტების თუ ბოღმის საფუძველი.

ისიც ვიხილეთ, რომ აქ გამოიწვევდნენ ხელოვნურად არეულობას და ამ გზით იქნება მღვრიე წყალში დაიჭერდნენ თევზს და ეს თევზი იქნებოდა მათთვის ხელისუფლებაში მოსვლა. ამიტომ ეს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ამ ფარისეველი ადამიანებისგან, რომ ვითომ რაღაცები უხარიათ, სინამდვილეში პოლიტიკური ჭირისუფლები არიან.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა.

ხვალ 14:00 საათზე, მარში "შენი ხმა ევროკავშირს" რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნამდე გაიმართება.



ასევე ნახეთ
close დახურვა