logo
ENG


მდინარაძე: ვისმენთ, ორბანთან ჩავიდნენ არგენტინაშიო - ჩვენ არ გვჭირდება არგენტინაში ჩასვლა
  • 549ნახვები

იმასაც კი ვისმენთ ამ დღეების განმავლობაში, რომ ორბანთან ჩავიდნენ არგენტინაში და ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ არგენტინაში არ გვჭირდება ჩასვლა, დალაგებულია აქ ყველაფერი და ჩვენ ორბანთან მხარდაჭერისათვის დავდივართ უნგრეთში და არა - არგენტინაში. ჩვენი მიმართულებით არათუ შეფერხება, არამედ განსაკუთრებული ლობიზმის დონემდე აყვანილი მხარდაჭერა გვაქვს ორბანის და მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ, აქ რისკები მათი მხრიდან ბოლომდეა გადაზღვეული...

თეორიულად არაფერია გამორიცხული, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ ამ დღეებში გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამის შემაფერხებელი ობიექტური გარემოება ობიექტურად არ ჩანს. უნგრეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ამიტომ მათ საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე საკითხი დააკავშირონ იმ თემებთან, რაზეც მათი შიდა საქმეა და ერთმანეთს ელაპარაკებიან, ეს გამორიცხულია. პირიქით - ისინი განსაკუთრებულად უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანდიდატის მონიჭებას მხარს.

ასე პასუხობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინებსა და ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა