logo
ENG


სარჯველაძე: უკლებლივ ყველა ფაქტორი მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება
  • 282ნახვები

უკლებლივ ყველა ფაქტორი, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება ეს ვარაუდი გვიყალიბდებოდეს, ყველაფერი მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი. იმიტომ, რომ არ არსებობს საპირისპირო არგუმენტაცია.

გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შინაარსია იმ დისკუსიისა, რომელიც მიმდინარეობს. ეს უნგრეთის და ევროკავშირის საკითხებია და შესაბამისად, ამას არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გავლენა საქართველოსთან მიმართებით.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა