logo
ENG


ნაცვლიშვილი: EU-ში ოცნების ერთადერთი მეგობარი ორბანია, ვინც, შესაძლოა, გაფართოება დაბლოკოს
  • 462ნახვები

ძალიან ნიშანდობლივია, რომ ქართული ოცნების ერთადერთი მეგობარი ევროკავშირში, ორბანი, არის სწორედ ის პირი, ვისი ხელითაც, შესაძლოა, მოხდეს ამ საკითხის ბლოკირება ყველა ქვეყნისთვის.

თუ ვინმე ერკვევა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყველა აღნიშნავს, რომ ვეტოს დადება უკრაინის საკითხისთვის გავლენას აუცილებლად იქონიებს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორბანის ხელით ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღას ხელს უშლის პუტინის რუსეთი.

ამბობს ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი. ორბანმა, შესაძლოა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დაბლოკოს.



ასევე ნახეთ
close დახურვა