გაფართოება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩემთვის ეს არის ფუნდამენტური საკითხი. დიდი ხანია გვაქვს აღებული ვალდებულებები ბევრი ადამიანის წინაშე და უნდა დავაჩქაროთ მათი შესრულება. ჩვენ გვაქვს ინტენსიური სამუშაო, თუმცა ეს ჩვენი პრობლემაა. რაც ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ, დადებული პირობის შესრულებაა, თავიდან ავირიდოთ იმედგაცრუება და შევასრულოთ მოლოდინები, რომლებიც შეიქმნა. საქართველო საქმეს კარგად აკეთებს, საქართველომ წარმატებას მიაღწია, მუშაობა უნდა გააგრძელოს.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.