logo
ENG


ზარქუა: დღეს ბევრი მნიშვნელოვანი თარიღია - სტატუსის მონიჭება, ნაძვის ხის ანთება
  • 539ნახვები

დღეს კიდევ ერთხელ ვზეიმობთ მთელი საქართველო და ჩვენი ქვეყნის მეგობრები ერთად ვზეიმობთ საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას ევროინტეგრაციის გზაზე. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ეს მარტივად არ მოგვიპოვებია, ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ყველა სამინისტროს მინდა მადლობა ვუთხრა, პრემიერმინისტრს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, პარლამენტის ცალკეულ სტრუქტურებს, კომიტეტებს, რომლებმაც შეძლეს დაუწერინებიათ, რომ დიახ, საქართველო არა ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, ეროვნული ინტერესების დაცვით ჩვენ გავიმარჯვეთ და სამართლიანობამ გაიმარჯვა. 

დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თარიღი დაემთხვევა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის კანდიდატის მონიჭების დღე. ეს ერთი, მეორე - ნაძვის ხის ანთება, საახალწლო განწყობა, ხოლო ეს ხელმოცარულები [ოპოზიცია] უნდა იყვნენ ცალკე, პატარა ჯგუფებად და იქ იზეიმონ. იმათი ადგილი არის სწორედ მანდ, არა რუსთაველზე, საზეიმო პლატფორმაზე, არამედ ლუზერების პლატფორმაზე.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა