საქართველოსთვის მთავარი მესიჯია, მოამზადოს საშინაო დავალება. მიხარია, რომ შევძელით, მოგვეცა კანდიდატი სტატუსი. საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რომ წინსვლა მოითხოვს ძლიერ პოლიტიკურ ნებას და უამრავ პოლიტიკურ რეფორმას. თუმცა ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია. ჩვენც უნდა მოვამზადოთ ჩვენი საშინაო დავალება. თუ ქვეყნები ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ 2030 წლისთვის. თუ თქვენ იქნებით მზად, არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ მზად არ ვართ.
განაცხადა ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.