logo
ENG


ილია II სტატუსზე: ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ხალხის მონდომებაა ჩადებული
ილია მეორე
15 დეკ, 2023 21:35
ილია II სტატუსზე: ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ხალხის მონდომებაა ჩადებული
  • 834ნახვები

დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა.

ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს.

კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული; ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი.

გილოცავთ და გლოცავთ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ინებოს ღმერთმა საქართველოს ერთობა, მშვიდობა და წარმატებული მომავალი.

 

ასე ეხმაურება საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე კანდიდატის სტატუსის მიღებას. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა