logo
ENG


ნიდერლანდების ელჩი: გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, თქვენი ადგილი EU-შია
  • 511ნახვები

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, გახლავთ გზავნილი საქართველოსადმი, რომ ჩვენ მოვისმინეთ, გავიგეთ თქვენი ხმა. ჩვენ ვაღიარეთ ის ძალისხმევა, რომელიც იყო გადადგმული და განხორციელებული აქამდე და მივესალმებით თქვენს მისწრაფებას, რომ გახდეთ ევროპული ოჯახის წევრი. თქვენი ადგილი რეალურად ევროკავშირშია. გადაწყვეტილება არის ძალიან ძლიერი, წამახალისებელი საქართველოსთვის, რომ გააგრძელოს რეფორმები, მოახდინოს ნათელი ვალდებულების დემონსტრირება ევროპული ღირებულებებისადმი და შეასრულოს 9 ნაბიჯი, რომელიც ევროკომისიამ გადასცა საქართველოს შესასრულებლად და გააკეთოს ეს ერთიანად.

იმიტომ, რომ ნათელია, იქნება ძალიან ბევრი სამუშაო 9 პუნქტის შესასრულებლად და ეს გახლავთ ისეთი რამ, რაც ყველამ უნდა გაითავისოს საქართველოში, დღის წესრიგი, რომ ის შესრულდეს. რა თქმა უნდა, საქართველო მარტო არ არის აქ, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ჩემი ქვეყნის, ნიდერლანდების ჩათვლით, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ამ გზაზე. ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ მრავალი წლის განმავლობაში.

განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა გადაცემაში გლობალური პოლიტიკა.

14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო.



ასევე ნახეთ
close დახურვა