logo
ENG


ოთხოზორიას დედა: დავამტკიცეთ, რომ პატარა ერს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, როცა სიმართლე აქვს
  • 388ნახვები

მე ვამბობ ასეთ რამეს, რომ ჩემი შვილის საქმის გამარჯვებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ის, რომ პატარა ერს შეუძლია, როცა მას სიმართლე აქვს, როდესაც მას შეუძლია თავისი მოქალაქეების დაცვა, მიაღწიოს წარმატებას. დღეს ვთქვი, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ევროპული ოჯახის კანდიდატი და პირველი გამარჯვებაა ამ საქმისა. მე ძალიან მინდა, რომ შემდეგი ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლებისა, ჩვენი სამართალდამცავებისა იყოს ისეთი, რომ მართლაც ვამაყობდეთ მთელი ერი. ჩემს შვილს ამ საქმის გამარჯვებით, რა თქმა უნდა, მის ოჯახს, შვილებს, საამაყოდ დარჩებათ ის, რომ ეს საქმე ასეთნაირად გადაწყდა. [...]

იმ თანხასაც, იმ პირობებსაც რომელშიც ახლა ვცხოვრობ, ერთი წამითაც არ დავფიქრდები, რომ შემეძლოს ჩემი შვილის სიცოცხლეში გავცვალო. ჩემთვის გადამწყვეტი არაფერს სხვას არ აქვს, გარდა იმისა, რომ სანამ მოვკვდები, მანამ დავინახო ჩემი შვილის მკვლელი და მასთან თანმხლები პირები, რომლებიც ჩემს წაქცეულ შვილს ფეხს არტყამდნენ, დავინახო ჩვენს მხარეს, ქართულ ტერიტორიაზე დაისაჯოს და აგოს პასუხი კანონის წინაშე. მე არ ვითხოვ არავის სიკვდილს, მას ის სიცოცხლეც, თუ საერთოდ ადამიანობა შერჩენია, ეყოფა სასჯელად ადამიანის სისხლში რომ აქვს ხელი გასვრილი.

თქვა საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში.

ოთხოზორიას ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთს დავა მოუგო. სასამართლომ რუსეთს ოთხოზორიას ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 130 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა