logo
ENG


ვაშაძე: ყველაზე გვიან, 4 წელში საქართველო EU-ის წევრი გახდება - ევროპა, ამერიკა ჩვენთანაა
  • 458ნახვები

იმედის ნაპერწკალი გაჩნდა ადამიანების გულში. ყველას უხარია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენთვის ევროკავშირი არის მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. ისინი წვავენ ევროპულ დროშებს, ჩვენ კი ევროკავშირის დროშა უნდა აღვმართოთ ყველგან და რაც მთავარია, ბრიუსელში უნდა აღვმართოთ საქართველოს დროშა სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ისინი ცდილობენ, რომ დაგვაპირისპირონ და გადაგვკიდონ ერთმანეთს, ჩვენ უნდა ეროვნულ ამოცანად დავისახოთ ახლა ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება და რაც მთავარია, გავერთიანდეთ. არაფერი დასაპირისპირებელი ჩვენ არ გვაქვს. ისინი ცდილობენ, რუსული მეთოდებით, დეზინფორმაციით მართონ ქვეყანა, ჩვენ კი სიმართლე უნდა ვისაუბროთ და გავიმარჯვოთ. მთელ საქართველოში დავდივართ სწორედ ამ მიზნით. 

არ ეშველება ქართულ ოცნებას, არ ეშველებათ ამ ადამიანებს, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ თურმე, ევროკავშირზე უკეთ იციან, რა არის სასამართლო რეფორმა, მიქანაძე და კობახიძე უფრო მაგარი ყოფილა თურმე სასამართლო, საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმებში, ვიდრე ვენეციის კომისია და ევროპელი სპეციალისტები. ასე ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. ამიტომ არის, რომ უნდა დავდგეთ ყველა ერთად და რაც მთავარია, გავიმარჯვოთ 2024 წლის არჩევნებში, სწრაფად განვახორციელოთ რეფორმები და სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ან ახლა ან არასდროს. ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდო მოიგო, დაამარცხა ქართული ოცნება და მივაღწიეთ საწადელს, რომ კანდიდატის სტატუსი გვაქვს. ახლა, მომავალ წელს უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში და საბოლოო გამარჯვებას ჩავუყაროთ საფუძველი. ყველაზე გვიან, 4 წელიწადში საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მთელი ევროპა, მთელი ამერიკა ჩვენს გვერდითაა. 

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა