logo
ENG


სიკორსკი: მიუღებელია მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმა, ამ ბრძოლაში პოლონეთი უკრაინის მხარესაა
  • 374ნახვები

აბსოლუტურად მიუღებელია მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმა რაიმე საბაბით და ქალაქების დაბომბვა, რეგიონების მიწასთან გასწორება, ბავშვების გატაცება. მომზადება მეზობლის გასანადგურებალად, რომელსაც არაფერი დაუშავებია. ამ ტიტანურ ბრძოლაში პოლონეთი თქვენს მხარესაა. უკრაინა თავისუფალი ქვეყანაა, რომელსაც სურს, მშვიდად იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც სურს, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და რომელმაც დასავლური მიმართულება აირჩია, მიმართულება ევროპისკენ. თქვენ ამ არჩევანის სრული უფლება გაქვთ და ამ უფლების დაცვაში დაგეხმარებით, რომ აღარავის მოუწიოს თავშესაფრებში ჩასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონი პუტინი რუსეთის იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს.

განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა