logo
ENG


ზელენსკი: ყველა, ვინც ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას, პასუხს აგებს ჩადენილ ქმედებებზე
  • 829ნახვები

ამ კვირამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად ეფექტიანია ჩვენი საჰაერო ფარის გაძლიერება არამხოლოდ ქალაქებისა და სოფლების რუსული დრონებისგან და რაკეტებისგან დასაცავად, არამედ ფრონტის ხაზზე მუშაობისთვის. რუსეთის ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად, სამართლიანად დასასრულებლად და მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომლებიც გვეხმარებიან და მომავალ წელს მხარდაჭერის შესაბამისი ნაბიჯებისთვის ემზადებიან.

მიღებულია გადაწყვეტილება ახალ სანქციებზე. შესაბამის დადგენილებებს ხელი მოვაწერე და უკვე გამოქვეყნდა. ჯამში, სამიზნე 130-ზე მეტი იურიდიული პირი და 20-ზე მეტი ფიზიკური პირია, ვინც ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას  - ყველა მათგანი პასუხს აგებს ჩადენილ ქმედებებზე.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა