logo
ENG


ვაშაძე: მინდა, ყველა დავაწყნარო, ენმ-ის დაშლაზე ან დასუსტებაზე ჭორები აზრს მოკლებულია
  • 398ნახვები

ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წელს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეროვნული ძალებით კოალიციური მმართველობა მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელიც დაჩქარებული წესით ატარებს ყველა რეფორმას, რომელსაც ევროკავშირი გვთხოვს და ვხდებით ევროკავშირის წევრი.

2018 წელს თუ შევადარებთ, ნაციონალური მოძრაობა ახლა გაცილებით უფრო ძლიერად არის ინფრასტრუქტურულად აწყობილი. ძალიან კარგად ვიცი, რა შეუძლია ნაციონალური მოძრაობის კარგად მობილიზებულ სტრუქტურას, რომელსაც კარგ იდეებს, კარგ სისტემურ მუშაობას შევძენთ და დიდი გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. მე მინდა, ყველა დავაწყნარო, ნაციონალური მოძრაობის დაშლაზე ან დასუსტებაზე ჭორები აზრს მოკლებულია თავიდან ბოლომდე.

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემაში კვირის ფორმულა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა