რაზეც ოცნებობს ქართული ოცნება, იმას აკეთებს ალტ-ინფო და ე.წ. კონსერვატორები. რომ არა ქართველი ხალხის შიში, რომ არა ძალაუფლების დაკარგვის შიში, არათუ ალტ-ინფო, ქართული ოცნების ლიდერებიც სიამოვნებით დაწვავდნენ ევროკავშირის დროშას.
ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, პაატა მანჯგალაძე. რამდენიმე დღის წინ პრორუსული ალტ-ინფოს წევრებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს - შსს-მ ირაკლი მარტინენკო დააჯარიმა, ხოლო ზურა მახარაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.