logo
ENG


ვარჰეი: მომდევნო თვეებში ფოკუსი გაიზრდება EU-ის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე
  • 579ნახვები

მინდა მოგილოცოთ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს არ არის საჩუქარი, ესაა თქვენი, თქვენი ხალხის და მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი, თუმცა ეს დიდი შრომა ევროკავშირისკენ წინსვლისთვის უნდა გაგრძელდეს. ჩვენი მხრიდან, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზაზე დახმარებასა და ხელშეწყობას. ამ დროისთვის ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია, ჩვენ ჩვენი ყოველწლიური პროგრამებით გამოვყოფთ 100 მილიონ ევრომდე, რათა საქართველო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. მომდევნო კვირებსა და თვეებში ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე. ჩვენ გვსურს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების და მისი საფლაგმანო პროექტების ამოქმედება, გეგმის ფარგლებში ჩვენ უკვე მოვახდინეთ 1,8 მილიარდი ევროს მობილიზება სესხების, გარანტიების, გრანტებისა და საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით.

განაცხადა ევროკომისარმა ოლივერ ვაარჰეიმ ელჩების კონფერენციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა