logo
ENG


პაპუაშვილი: 2024 რთული წელი იქნება, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების კამპანიებს
  • 475ნახვები

სირთულეების მიუხედავად, სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად, ვინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოების იმ დონეს, რაც საჭიროა ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის, ეკონომიკური გაძლიერების და ქვეყნის განვითარებისთვის. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წელს იმედიანად შევეგებოთ, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობებს და არასტაბილურობას, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია, ამ საქმეში თქვენ, საქართველოს ელჩებს უდიდესი როლი გაქვთ.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა