logo
ENG


კალაძე: არ გვინდა, ვიღაცამ კუთხეში დაგვაყენოს, არაა ეს სწორი, რისთვის იყო მაშინ 9 აპრილი?
კახა კალაძე
28 დეკ, 2023 00:22
კალაძე: არ გვინდა, ვიღაცამ კუთხეში დაგვაყენოს, არაა ეს სწორი, რისთვის იყო მაშინ 9 აპრილი?
  • 499ნახვები

მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, 2011 წლიდან ვარ ამ გუნდის წევრი, დაფუძნების პირველივე დღიდან. როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, იმ დღიდან ვარ ამ გუნდის წევრი და უამრავი რთული პერიოდი გამოვიარეთ ერთად, უამრავი სირთულეები იყო, უამრავი წარმატებები. ასეთი მხარდაჭერა როგორიც დღეს აქვს ქართულ ოცნებას 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. ამას ხედავენ ისინიც, თავიანთი კვლევები, რომლებსაც ატარებენ და აქვეყნებენ თავიანთი ტელევიზიებით, იქაც ნათლად ჩანს, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას ერთად აღებულს, ერთად გადაზელილს არანაირი შანსი არ აქვს დღევანდელ მოცემულობაში ქართული ოცნების წინააღმდეგ და რატომ?!

ხალხი ხედავს, რომ არსებობს საფრთხეები იმის გათვალისწინებით, რა ხდება რეგიონში, მსოფლიოში. რა გვინდა ჩვენ? ძალიან მარტივი რამე, გვინდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ, ქართველები ვართ თავისუფლების მოყვარული ხალხი. თავისუფლება გვინდა, დემოკრატიული ქვეყანა გვინდა ავაშენოთ და არ გვინდა ის დამოკიდებულება, რომ ვიღაცამ გვმართოს, ვიღაცამ რაღაცები მიგვითითოს, თავში წამოგვარტყას, კუთხეში დაგვაყენოს, ცალ ფეხზე ვიდგეთ. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ეს ასე უნდა იყოს, ჰგონიათ, რომ ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა, რომ ცალ ფეხზე უნდა იდგე და რასაც გვეტყვიან ყველაფერი უნდა შევასრულოთ. არ არის ეს სწორი, კაცო.

რისთვის იბრძოლეს მაშინ ჩვენმა წინაპრებმა, რისთვის იყო 9 აპრილი, რისთვის დაიღვარა სისხლი? იმისთვის, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები, თავისუფლები და რა თქმა უნდა, ამ რთულ გზაზე, მიუხედავად სირთულეებისა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვაშენოთ.

განაცხადა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა