logo
ENG


კობახიძე: ევროპარლამენტარების გაკრიტიკება ემსახურებოდა ერთ მიზანს - სტატუსის მიღებას
  • 463ნახვები

ჩვენ სწორად ვიმოქმედეთ, რაც მთავარია ვაჩვენეთ ღირსება და ეს იყო გადამწყვეტი პოლიტიკური თვალსაზრისით. გახსოვთ, იყო უამრავი უსამართლობა. 3 სხვადასხვა რეზოლუცია მიიღეს ევროპარლამენტში, აბსოლუტურად უსამართლო, სადაც ეწერა, რომ დამნაშავეები უნდა გათავისუფლდნენ, ბიძინა ივანიშვილი უნდა დაისაჯოს, ამ ხარისხის უსამართლობაზეა საუბარი. ერთი, მეორე, მესამე რეზოლუცია, თანდათანობით იზრდებოდა ხმის მიცემის მაჩვენებელიც. [...] ამ მასშტაბის უსამართლობასთან გვქონდა ჩვენ საქმე. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვაჩვენეთ ღირსეული დამოკიდებულება საკითხისადმი და ბოლომდე დავიცავით სამართლიანობა და სიმართლე და ამ პრინციპულობამ გამოიღო თავისი შედეგი.

კიდევ ერთი რაც მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიგო ყველაფერთან დაკავშირებით სიმართლე. რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო ჩვენი მხრიდან სიმართლის ლაპარაკი იგივე რეზოლუციებთან დაკავშირებით. გამოდის 400 ევროპარლამენტარი და რაღაცას ამბობს, რაც არ უნდა უსამართლო იყოს, იქ ოპონირება ცოტა რთულია და შეიძლება, საზოგადოებაც თავიდან ამ ოპონირებას ცოტა სხვანაირად აღიქვამდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, დღეს მგონი ყველამ დაინახა, რომ ეს ოპონირება, ჩვენი მხრიდან ევროპარლამენტის გაკრიტიკება, ევროპარლამენტარების გაკრიტიკება, იმ უსამართლობის გაკრიტიკება რომელიც იქიდან მოდიოდა საბოლოო ჯამში ემსახურებოდა ერთ მთავარ მიზანს - კანდიდატის სტატუსის მიღებას. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ უსამართლობას ვუპირისპირებდით ჩვენს მყარ პოზიციას და ვავლენდით პრინციპულობას ყველა ეტაპზე, სწორედ ამან მოიტანა საბოლოო ჯამში ის წარმატება, რაც მიიღო ქვეყანამ.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა