logo
ENG


ნადირაძე Edison-ზე: ამომრჩეველთა 60%-ზე მეტს არ სურს, ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩეს
  • 332ნახვები

ამ კვლევიდან ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ოპოზიციური პარტია ამ ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს სტაბილური, მზარდი ამომრჩეველი და რომელიც გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მიხეილ სააკაშვილთან ერთად რუსი ოლიგარქი ივანიშვილის დამარცხებაში. ასევე, ჩანს, რომ ამ ამ ქვეყანაში ამომრჩეველთა 60%-ზე მეტს არ სურს, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, მისი მთავრობა და პარტია დარჩეს ხელისუფლებაში. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის პატარ-პატარა ოპოზიციური პროდასავლური პარტიებიც გაერთიანდნენ, გადალახონ ბარიერი და ვიბრძოლოთ ერთად საბოლოო გამარჯვებისთვის.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.



ასევე ნახეთ
close დახურვა