აშშ-ის საელჩოში ყველა ძალიან ამაყია აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორობის მხარდაჭერით, ხოლო საელჩოში მყოფი ამერიკელები ძალიან იღბლიანები ვართ, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენ ყველა ძალიან ვაფასებთ საქართველოს მდიდარ კულტურას, სტუმარმასპინძლობის ტრადიციასა და ყველაზე მეტად, შესანიშნავ და თბილ ხალხს. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ყველა ქართველს უზარმაზარ მიღწევას, რომელსაც წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით მიაღწიეთ.
განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა საახალწლო მილოცვაში.