logo
ENG


ხაბეიშვილი: 2024-ში სააკაშვილის ლიდერობითა და ქართველი ხალხის ჩართულობით გავიმარჯვებთ
  • 680ნახვები

გამარჯვებით დავიწყეთ 2023 წელი, ქართველი ხალხისა და ახალგაზრდების თავგანწირულმა ბრძოლამ მარტში, შედეგი გამოიღო - კრემლმა უკან დაიხია! წლის ბოლოს, მარტში დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში, უკვე ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები დაგვეხმარნენ, ქართველი ხალხი 1-0 დაწინაურდა რუსულ პარტიასთან - ხელისუფლებასთან.

2023 წელს, კრემლის აგენტურა საქართველოში სრულად გაიშიფრა და ახლა უკვე, ამერიკელებმა დაასანქცირეს ჯერ, კლანის მოსამართლეები, შემდეგ კი "ეფესბეს" აგენტი და რუსეთის ჯაშუში - ფარცხალაძე.

2024 წელი, გარდაუვლად იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების წელი. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის ჩართულობით, აქტიურობით და თანამონაწილეობით აუცილებლად გავიმარჯვებთ! ჩვენ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, უსაფრთხოება და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება.

11 წელია რუსი ოლიგარქი საზოგადოებას ჰყოფს, ხლეჩს და აპირისპირებს. ცდილობს დაქსაქსოს და ერთმანეთს წაკიდოს ხალხი, თავად კი მილიარდები გამოიმუშაოს.

ჩვენ ყველამ ერთად უარი უნდა ვუთხრათ ბოროტებას, დაქსაქსვას, დაპირისპირებას და გავიმარჯვოთ! ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთის პატივისცემითა და მეტი პოზიტივით, ხელი გავუწოდოთ ყველას, ვისთვისაც საქართველოს, ჩვენი სამშობლოს მომავალი მნიშვნელოვანია.

გილოცავთ აბსოლუტურად ყველას დიდი სიყვარულით, მთელი გულითა და კეთილი სურვილებით - ღმერთმა დალოცოს საქართველო.

წერს Facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა